უკრაინის თავდაცვის ძალებმა თათრეთსა და კრასნოდარში ნავთობობიექტებს დაარტყეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე წარმატებული დარტყმები განახორციელეს. გენშტაბის ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა თათარეთში, ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ტანეკო“, სადაც თავდასხმას ხანძარი მოჰყვა. თათრეთის ადგილობრივ ხელისუფლებაში დაადასტურეს, რომ დრონების შეტევის გამო „ზაკამსკის ზონის სამრეწველო კლასტერის“ მუშაობა შეფერხდა და არიან დაშავებულები. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობტერმინალ „ტამანნეფტეგაზზეც“. აღნიშნული კომპლექსის სიმძლავრე წელიწადში 19,9 მილიონ ტონამდე ნავთობისა და თხევადი აირის გადატვირთვის შესაძლებლობას იძლევა. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, თემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, საწარმოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე… The post უკრაინის თავდაცვის ძალებმა თათრეთსა და კრასნოდარში ნავთობობიექტებს დაარტყეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →