სიახლე
უკრაინამ „მაშა და დათვის“ შემქმნელებს სანქციები დაუწესა
მედიაცენტრი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას იმ რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ანიმაციურ სერიალ „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში მონაწილეობდნენ. ბრძანებულების თანახმად, შეზღუდვები ხუთ სუბიექტზე გავრცელდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ანიმაცია საბავშვო კონტენტის საფარქვეშ პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს და საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას. სანქციები დაუწესდა სერიალის შემქმნელ სტუდია „ანიმაკორდს“, ასევე მის დამფუძნებელს, აღმასრულებელ დირექტორს, სცენარისტს, რეჟისორს, პროდიუსერსა და თანაავტორს. The post უკრაინამ „მაშა და დათვის“ შემქმნელებს სანქციები დაუწესა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.