სიახლე

მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე ცუკენბერგმა შეიძინა

მედიაცენტრი

ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორის – მარკ ცუკერბერგის საკუთრებაა. ისტორიული შენობა დაახლოებით 1830 წელს არის აგებული და მდინარე ბლექუოთერს გადმოჰყურებს. ქონების ღირებულება კი 20-დან 30 მილიონ ევრომდეა. ცუკერბერგის პრესსპიკერი ადასტურებს ინფორმაციას სიხესიმაგრის შეძენასთან დაკავშირებით და ამბობს რომ, ცუკენბერგის ოჯახი მოხარულია ამ ისტორიულ სახლზე ზრუნვის შესაძლებლობით და ირლანდიაში დროის გატარებას მოუთმენლად ელიან. ციხესიმაგრე აგებულია 1827–1830 წლებში ჯონ კეილისთვის (უოტერფორდის საგრაფოს უმაღლესი შერიფი). მამული მოიცავს გოთურ სტილში ნაგებ მთავარ რეზიდენციას, დეკორატიულ კოშკს და ნავსადგომს. მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2003 წელს ჩაუტარდა. The post მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე ცუკენბერგმა შეიძინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი