სიახლე

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი შემოჰქონდათ

MegaTV

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 300 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც […]

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 300 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მსგავსი