,,პუტინის რაკეტები და დრონები უკრაინას ისე დაუნდობლად ესხმიან თავს, როგორც არასდროს” – ვადეფული
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული, კიევში უკრაინელ კოლეგას ანდრეი სიბიგას შეხვდა. იოჰან ვადეფული კიევში დღეს ჩავიდა. მისი თქმით, რუსეთის რაკეტები და დრონები ისე დაუნდობლად ესხმიან თავს უკრაინას, როგორც არასდროს. „უკრაინა ამ დღეებში დამოუკიდებლობის 35-ე წელს აღნიშნავს. ამავდროულად, პუტინის რაკეტები და დრონები ქვეყანას ისე დაუნდობლად ესხმიან თავს, როგორც არასდროს“, – წერს ვადეფული. მისი თქმით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში არაჩვეულებრივი გამძლეობა გამოავლინა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემას. „სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე ვფიქრობთ ზამთარზე და ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დავეხმაროთ.… The post ,,პუტინის რაკეტები და დრონები უკრაინას ისე დაუნდობლად ესხმიან თავს, როგორც არასდროს” – ვადეფული appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →