სიახლე

შემზარავი ამბავი: 11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის შვილს სექსუალურად ავიწროებდა

Alia

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა – ფაქტი “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით წერს, კაცი მოზარდს იმ დროს ურეკავდა, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ სახლში არავინ იყო. საეჭვო საუბრის შესახებ გოგონამ დედას უთხრა. მტკიცებულებების მოპოვების და ბავშვის ნაამბობის დადასტურების მიზნით […] The post შემზარავი ამბავი: 11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის შვილს სექსუალურად ავიწროებდა appeared first on .

პირველწყარო →

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა – ფაქტი “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.

როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით წერს, კაცი მოზარდს იმ დროს ურეკავდა, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ სახლში არავინ იყო. საეჭვო საუბრის შესახებ გოგონამ დედას უთხრა. მტკიცებულებების მოპოვების და ბავშვის ნაამბობის დადასტურების მიზნით დედამ შვილს ათქმევინა, რომ სახლში მარტო იყო, რის შემდეგაც კაცმა არასრულწლოვანს დაურეკა, საუბარი კი მშობელმა ჩაიწერა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ვიდეომტკიცებულება ოჯახმა სამართალდამცველებს უკვე მიაწოდა.

დაკავებულია თუ არა მამაკაცი, ჯერჯერობით უცნობია. ოჯახი მისი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

The post შემზარავი ამბავი: 11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის შვილს სექსუალურად ავიწროებდა appeared first on .


მსგავსი