,,მოვუწოდებთ მეზობელ ქვეყნებს, აშშ-ის ეკონომიკურ ომს არ შეუერთდნენ” – ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი
,,მოვუწოდებთ მეზობელ ქვეყნებს, აშშ-ის ეკონომიკურ ომს არ შეუერთდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მტრებად ჩავთვლით”, – განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ. ,,თუ ისინი მსგავს ნაბიჯს გადადგამენ, მაშინ ჩვენ სპარსეთის ყურეში ნავთობის გავლას არ დავუშვებთ. ნავთობი არც ჰორმუზის სრუტეში არ გავა“, – განაცხადა მოჰსენ რეზაიმ. მისი თქმით, „ამერიკა კუთხეშია მიმწყვდეული“. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა, რომელიც მისი იზოლაციისკენ იქნება მიმართული. მოგვიანებით, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დაუწესებს, რაც, მისი თქმით, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას… The post ,,მოვუწოდებთ მეზობელ ქვეყნებს, აშშ-ის ეკონომიკურ ომს არ შეუერთდნენ” – ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →