სიახლე

,,ეს ფილმია, რომელიც უკვე ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ვიცით, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა” – არაღჩი

მედიაცენტრი

„ეკონომიკური სანქციები, რომელთა შესახებაც ტრამპმა გამოაცხადა, განმეორებადი სცენარია და ამერიკული პოლიტიკისთვის ჩვეული რამ არის. ეს ფილმია, რომელიც ჩვენ უკვე ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ვიცით, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა“, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა. მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები წარუმატებელი იქნება. „ის, რომ ამერიკელი ლიდერები სამხედრო ოპერაციიდან ისევ იმავე ძველ გეგმებს უბრუნდებიან, აჩვენებს, რომ ისინი სასოწარკვეთილები არიან. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ირანელ ხალხთან პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის წარმართვაა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. The post ,,ეს ფილმია, რომელიც უკვე ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ვიცით, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა” – არაღჩი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი