სიახლე

სოფელ მანავში ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა

მედიაცენტრი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც კახეთის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა. შეჯახების შედეგად, ავარიის ერთ-ერთი ავტომობილი იქვე მდებარე მაღაზიის დახლებს დაეჯახა და დაანგრია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. The post სოფელ მანავში ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი