სიახლე

მარკო რუბიო უკრაინას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ულოცავს

მედიაცენტრი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას გაუსვა ხაზი. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ვულოცავ. დღეს, 1991 წლის 24 აგვისტოს საბჭოთა კავშირისგან უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35 წლის შემდეგ, აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის მტკიცე თანამშრომლობას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუბიოს თქმით, ვაშინგტონი უკრაინის სუვერენიტეტის ერთგული რჩება და აგრძელებს მუშაობას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების მხარდასაჭერად, რათა რეგიონში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა დამყარდეს. The post მარკო რუბიო უკრაინას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ულოცავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი