რუსეთში Ozon-ის რამდენიმე საწყობზე დრონებით იერიში განხორციელდა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე კომპანია Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა. იერიში სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში, ასევე დაღესტანში მდებარე ობიექტებზე მიიტანეს. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევისა და სტავროპოლის გუბერნატორის, ვლადიმერ ვლადიმეროვის განცხადებით, საწყობებში ხანძარი დრონების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. დრონებით თავდასხმა დაადასტურა დაღესტნის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ფიოდორ შჩუკინმაც, სადაც იერიში 130 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ლოჯისტიკურ კომპლექსზე განხორციელდა. Ozon-ის ცნობით, მაჰაჩყალის საწყობში გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა, განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია და ობიექტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. The post რუსეთში Ozon-ის რამდენიმე საწყობზე დრონებით იერიში განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →