სიახლე

,, ალბათ, იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა” – კალაძე ღარიბაშვილზე

Alia

პროკურატურის ბრიფინგს, სადაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კორუფციის ბრალდება წარუდგინა, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, კახა კალაძე ასე ეხმაურება: “ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება […] The post ,, ალბათ, იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა” – კალაძე ღარიბაშვილზე appeared first on .

პირველწყარო →

პროკურატურის ბრიფინგს, სადაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კორუფციის ბრალდება წარუდგინა, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, კახა კალაძე ასე ეხმაურება:

“ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა.

ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე.

ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული”

The post ,, ალბათ, იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა” – კალაძე ღარიბაშვილზე appeared first on .


მსგავსი