სიახლე

,,პოლონეთი და უკრაინა აღარასდროს გახდებიან რუსეთის კოლონიები” – სიკორსკი

მედიაცენტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, პოლონეთი და უკრაინა მზად არიან განაგრძონ ბრძოლა რუსული საფრთხის წინააღმდეგ, რათა არასდროს გახდნენ რუსეთის კოლონიები. „პოლონეთისა და უკრაინის ინტერესებშია, რომ რუსები საბოლოოდ ნორმალურ ადამიანებად იქცნენ, ანუ იცხოვრონ იმ საზღვრებში, რომლებსაც მათი მეზობლები თავიანთი სახელმწიფოს საზღვრებად აღიარებენ და დაიწყონ ინვესტიციების ჩადება საკუთარ ხალხში“, – განაცხადა სიკორსკიმ. დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოსკოვი 500 წლის განმავლობაში მეზობელი ხალხების დამონებას ეწევა. „რუსეთის შიში არ არის ირაციონალური, რადგან რუსეთი რეალურ საფრთხეს უქმნის თავის მეზობლებს და 500 წლის განმავლობაში ერთ მეზობელს მეორეს მიყოლებით იმორჩილებს“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. The post ,,პოლონეთი და უკრაინა აღარასდროს გახდებიან რუსეთის კოლონიები” – სიკორსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი