სიახლე
FIDE-ს მენეჯერი კოღოს ნაკბენით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა
მედიაცენტრი
საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის (FIDE) მენეჯერი სერგეი ინდეიკინი მალარიით გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მისი ინფიცირება ნიგერიაში სამსახურებრივი მივლინების დროს, მალარიის გადამტანი კოღოს ნაკბენის შედეგად მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ მას დაავადების მძიმე სიმპტომები განუვითარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სერგეი ინდეიკინი FIDE-ს სოციალურ პროექტებსა და მარკეტინგულ მიმართულებებს ხელმძღვანელობდა. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ მისი გარდაცვალების გამო ოფიციალური სამძიმარი უკვე გამოთქვა. The post FIDE-ს მენეჯერი კოღოს ნაკბენით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.