სიახლე

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

MegaTV

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს: • ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; • ქათამი – 1 ცალი მოხარშული და 1 […]

პირველწყარო →

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;

• ქათამი – 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი.

• ყველი – 2 კგ;

• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;

• უკრემო ნამცხვარი

• კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას უზრუნველყოფს.


მსგავსი