პაკისტანსა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ირანმა და პაკისტანმა აშშ-სა და ისრაელთან ომის დასრულებისკენ მიმართულ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი დააფიქსირეს. ამის შესახებ პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა თეირანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. პაკისტანური დელეგაცია, რომელიც პროცესში მედიატორის როლს ასრულებს, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. მხარეებმა კონფლიქტის დეესკალაციისა და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მიმოსვლის აღდგენის გზები განიხილეს. პაკისტანის შს მინისტრის შეფასებით, ირანის პრეზიდენტმა გულწრფელად გააზიარა საკუთარი მთავრობის პოზიცია და შეხვედრაზე მხარეებს შორის აზრთა ძალიან კონსტრუქციული გაცვლა შედგა. „მოლაპარაკებებზე აქცენტი გაკეთდა ირან-აშშ-ის კონფლიქტზე, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობასა და ურთიერთგაგების მემორანდუმის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებზე. პრეზიდენტმა თავისი მთავრობის პოზიცია გაგვაცნო“, – აღნიშნა… The post პაკისტანსა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →