სიახლე
აშშ ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლას და „ამერიკის ტბის“ დარქმევას განიხილავს
მედიაცენტრი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლასა და მისთვის „ამერიკის ტბის“ დარქმევას სერიოზულად განიხილავს. „აშშ სერიოზულად განიხილავს ონტარიოს ტბის სახელის ამერიკის ტბის სახელით შეცვლას, რადგან ჩვენ ონტარიოსთან საქმიანობას აღარ ველით“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ორი ქვეყნის ურთიერთობებში დაძაბულობა სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა. ვაშინგტონმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, რაზეც კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ანალოგიური საპასუხო ზომების გატარება დაანონსა. The post აშშ ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლას და „ამერიკის ტბის“ დარქმევას განიხილავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.