,,ვინც ირანს ფულის გათეთრებაში დაეხმარება, დოლარის სისტემიდან გამოეთიშება” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის მკაცრი გაფრთხილება გააზიარა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი მხარე, რომელიც ირანს ფულის გათეთრებაში დაეხმარება, აშშ-ის დოლარის გლობალური სისტემიდან სრულად გამოეთიშება. „აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ბესენტმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა: ვინც ირანს ფულის გათეთრებაში დაეხმარება, აშშ-ის დოლარის სისტემიდან მთლიანად გამოეთიშება. რატომ არის დოლარის სისტემიდან გათიშვა ასეთი დამანგრეველი? – გლობალური სავალუტო რეზერვების ნახევარზე მეტი კვლავ დოლარშია განთავსებული და საერთაშორისო სავალუტო ვაჭრობის აბსოლუტური უმრავლესობაც სწორედ დოლარით ხორციელდება. მისი მსგავსი ალტერნატიული სისტემა უბრალოდ არ არსებობს“, – წერს დონალდ ტრამპი. ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ახალი სანქციებით ემუქრება იმ ქვეყნებს,… The post ,,ვინც ირანს ფულის გათეთრებაში დაეხმარება, დოლარის სისტემიდან გამოეთიშება” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →