ყაზახეთში უდიდეს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
ყაზახეთში, ატირაუს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საწარმოს დახურული ტიპის მექანიკური გამწმენდი ნაგებობის დალექვის აუზში ნავთობის შლამს მოეკიდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და ქარხანა მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს. შემთხვევა რუსულ მედიაში გავრცელებულ იმ ცნობებს მოჰყვა, რომელთა თანახმადაც, ყაზახეთი რუსული ნავთობის გადამუშავებასა და მიღებული საწვავის 70%-ის მოსკოვში დაბრუნებაზე დათანხმდა. ენერგეტიკის მინისტრის, ერლან აკენჟენოვის განმარტებით, ამ შეთანხმებისთვის წელიწადში 850 ათასი ტონის სიმძლავრის ქარხანა გამოიყენება. ატირაუს ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც 5.5 მილიონი ტონის წლიური სიმძლავრით ყაზახეთის სამ უმსხვილეს ობიექტს შორის შედის, ეროვნულ კომპანია „ყაზმუნაიგაზს“ ეკუთვნის. The post ყაზახეთში უდიდეს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →