სიახლე

„ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება“ – ვერაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

GuriaNews

თბილისში, ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ეხმაურება: „ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება“ , – წერს თათია ჩირგაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 22 ივლისს, თბილისის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, […] The post „ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება“ – ვერაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

თბილისში, ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ეხმაურება:

„ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება“ , – წერს თათია ჩირგაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, თბილისის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს – მიყენებული ჭრილობებისგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი გარდაიცვალა.

იგი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ახალგაზრდამ სკოლა წელს დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე დააკავა.

The post „ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება“ – ვერაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი