სიახლე

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

MegaTV

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და უგონოდ დაეცა, ბრიგადამ დაუყოვნებლივ დაიწყო გულ -ფილტვის რეანიმაცია, პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, სადაც პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა. ჩატარდა ელექტროდეფიბრილაცია და გაგრძელდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. მესამე საშოკე ალგორითმის […]

პირველწყარო →

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და უგონოდ დაეცა, ბრიგადამ დაუყოვნებლივ დაიწყო გულ -ფილტვის რეანიმაცია, პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, სადაც პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა.

ჩატარდა ელექტროდეფიბრილაცია და გაგრძელდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. მესამე საშოკე ალგორითმის დროს გაჩნდა პულსი მაგისტრალურ არტერიაზე და პაციენტმა სუნთქვა დაიწყო.

პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით ქ. გორის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა – კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტით. ამჟამად პაციენტი გაწერილია ბინაზე და თავს კარგად გრძნობს.

ნანული კეკოშვილი 23 წელია სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმია, მისთვის ეს გაჩერებული გულის აღდგენის პირველი შემთხვევა იყო.


მსგავსი