სიახლე

მასშტაბური წყალდიდობა ნეპალში – არიან დაღუპულები (ვიდეო)

მედიაცენტრი

ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაკარგულად ითვლება. პირველადი მონაცემებით, დაკარგულთა შორის 291 უცხოელი ტურისტია, მათ შორის ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა. ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, დილის 08:37 საათზე მომხდარმა მიწისძვრამ ზვავი წარმოქმნა, რამაც უეცარი და მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ უზარმაზარი ზარალი მიაყენა როგორც ნეპალს, ისე ჩინეთს – სერიოზულად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, კავშირგაბმულობა და ჰიდროელექტროსადგურები. The post მასშტაბური წყალდიდობა ნეპალში – არიან დაღუპულები (ვიდეო) appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი