სიახლე

,,ევროკავშირი 2030 წლისთვის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის მზად უნდა იყოს” – კოშტა

მედიაცენტრი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირი აცნობიერებს ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც მისი წევრი სახელმწიფოები დგანან და 2030 წლისთვის ერთობლივი რეაგირების შესაძლებლობის შექმნაზე მუშაობს. „ყველა უდავოდ ვაცნობიერებთ იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენ არა მხოლოდ ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე ვდგავართ, არამედ ვიცით, ჰიბრიდული თავდასხმები ხორციელდება. გვაქვს გეგმა, 2030 წლისთვის მზად ვიყოთ ერთობლივი რეაგირებისთვის და ამ საფრთხეზე ერთიანი პასუხის გასაცემად“, – განაცხადა კოშტამ. მისი თქმით, შესაბამისი რეაგირების მომზადების პროცესში ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, ევროკომისია და სხვა ევროპული ინსტიტუტები არიან ჩართული. The post ,,ევროკავშირი 2030 წლისთვის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის მზად უნდა იყოს” – კოშტა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი