რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. დედაქალაქის მთავარი გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების ალტერნატიული სქემის მნიშვნელობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. კერძოდ, ახალი სქემის თანახმად, რიგ ქუჩებზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა, ასევე, შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იქნება საუკეთესო პროექტი, რომლითაც ყველა იამაყებს, თუმცა მანამდე საჭიროა, დედაქალაქის მოსახლეობა მოთმინებით მოეკიდოს სამუშაოებით გამოწვეულ დისკომფორტს. „რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება, ასევე,… The post რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება appeared first on მ…
პირველწყარო →