სიახლე

ოზურგეთში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

ოზურგეთის სოფელ წითელმთაში მომხდარ ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ოთხი არასრულწლოვანი. ექიმის განცხადებით, დაშავებულ მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა და იგი საოპერაციოში გარდაიცვალა. მისივე ცნობით, დანარჩენი ოთხი არასრულწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს. The post ოზურგეთში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი