სიახლე

საფრანგეთში ავტომობილი ხალხში შევარდა – არის მსხვერპლი

მედიაცენტრი

ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიის რეგიონის ქალაქ კანის რკინიგზის სადგურთან ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან შვიდი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან 20 კილომეტრში დააკავეს. ის რუსეთში დაბადებული 26 წლის მამაკაცია. პოლიციის ცნობით, იგი სადაზვერვო სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ არ ყოფილა და სამართალდამცველები მას მხოლოდ საგზაო წესების დარღვევის გამო იცნობდნენ. ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე ტერორისტული მოტივი არ განიხილება, თუმცა საქმეზე გამოძიება ახლახან დაიწყო. The post საფრანგეთში ავტომობილი ხალხში შევარდა – არის მსხვერპლი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი