სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სახელოვნებო წრეებისთვის სასწავლო პროცესი დროებით შეიცვლება

რეგიონალური სიახლეები

განცხადებას მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქალაქ მარნეულის კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის გამო, კულტურის სახლში მოქმედი სახელოვნებო ჯგუფები, ანსამბლები და წრეები დროებით ახალ სივრცეში გადაინაცვლებენ. კულტურის ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო წლის განახლების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და ამის შესახებ მშობლებსა და მოსწავლეებს დამატებით აცნობებენ. დროებით შეჩერდება ახალი მოსწავლეების მიღება და რეგისტრაციაც. ასევე, ალტერნატიულ სივრცეში ინფრასტრუქტურის მოწყობის პერიოდში შესაძლოა...

პირველწყარო →

განცხადებას მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქალაქ მარნეულის კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის გამო, კულტურის სახლში მოქმედი სახელოვნებო ჯგუფები, ანსამბლები და წრეები დროებით ახალ სივრცეში გადაინაცვლებენ.

კულტურის ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო წლის განახლების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და ამის შესახებ მშობლებსა და მოსწავლეებს დამატებით აცნობებენ.

დროებით შეჩერდება ახალი მოსწავლეების მიღება და რეგისტრაციაც. ასევე, ალტერნატიულ სივრცეში ინფრასტრუქტურის მოწყობის პერიოდში შესაძლოა შეიცვალოს ცალკეული ჯგუფების სასწავლო გრაფიკი და მეცადინეობების საათები.

ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ალტერნატიული სივრცის შერჩევისა და შეფასების პროცესს ახორციელებს. ადმინისტრაციის განცხადებით, სივრცის მომზადების დასრულებისთანავე სასწავლო პროცესი უმოკლეს ვადებში განახლდება.

ახალი მისამართის, გადასვლის ვადებისა და სწავლის განახლების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება კულტურის ცენტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის: 577 96 18 72


მსგავსი