სიახლე

“მთავარი კითხვაა — ვინ იქნება შემდეგი” — ბაჩო ახალაძე მდინარაძის წასვლაზე

GuriaNews

„მთავარი კითხვაა — ვინ იქნება შემდეგი და რამდენ ხანს შეძლებს ეს სისტემა არსებობას“ — განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბარში პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაჩო ახალაძემ. მისი შეფასებით, რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის გადადგომა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ვერტიკალში ნაპრალები გაჩნდა. ახალაძის თქმით, მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები ჩვეულებრივ საკადრო გადაადგილებას სცდება და სისტემის შიდა […] The post “მთავარი კითხვაა — ვინ იქნება შემდეგი” — ბაჩო ახალაძე მდინარაძის წასვლაზე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

„მთავარი კითხვაა — ვინ იქნება შემდეგი და რამდენ ხანს შეძლებს ეს სისტემა არსებობას“ — განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბარში პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაჩო ახალაძემ.

მისი შეფასებით, რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის გადადგომა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ვერტიკალში ნაპრალები გაჩნდა.

ახალაძის თქმით, მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები ჩვეულებრივ საკადრო გადაადგილებას სცდება და სისტემის შიდა რღვევაზე მიუთითებს.

„რაც დღეს “ქართულ ოცნებაში” ხდება, ხელისუფლების ჩამოშლის ბოლო სტადიის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ნიშანია. როდესაც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა პოლიტიკიდან მიდის და გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან და ბიძინა ივანიშვილთან წინასწარ განიხილავს, ეს უკვე უბრალოდ პირადი გადაწყვეტილების ამბავი აღარ არის.

ეს არის სისტემის შიდა რღვევის, ძალაუფლების ცენტრში დაგროვილი პრობლემებისა და პოლიტიკური რესურსის ამოწურვის სიმპტომი. ოლიგარქიულ მმართველობაში, სადაც გადაწყვეტილებების მთავარი ცენტრი ივანიშვილია, ერთი ფიგურის წასვლა აჩენს კითხვას — რამდენად მყარად დგას მთლიანად ხელისუფლების ვერტიკალი“, — აღნიშნა ახალაძემ.

ახალაძის თქმით, პროცესები გავლენების გადანაწილების ახალ ეტაპზე გადავიდა.

„ეს ის ეტაპია, როდესაც გარედან სისტემა ჯერ კიდევ მყარად ჩანს, მაგრამ შიგნით უკვე იწყება ნაპრალები და პოლიტიკური გუნდის დაშლის ნიშნები. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა აღარ არის, ვინ შეცვლის მამუკა მდინარაძეს. მთავარი კითხვაა — ვინ იქნება შემდეგი და რამდენ ხანს შეძლებს ეს სისტემა არსებული ფორმით შენარჩუნებას“, — განუცხადა ბაჩო ახალაძემ „გურია ნიუსს“.

ინფორმაციისთვის, დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

The post “მთავარი კითხვაა — ვინ იქნება შემდეგი” — ბაჩო ახალაძე მდინარაძის წასვლაზე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი