კანადამ ამერიკიდან იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებზე ტარიფები მოხსნა
კანადამ ამერიკული საქონლისთვის განკუთვნილი საპასუხო ტარიფების სიიდან ზღვისა და თევზის პროდუქტები ამოიღო. გადაწყვეტილება ოტავამ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ ნაწარმზე საბაჟო გადასახადების დაწესების გამოცხადებიდან მეორე დღეს მიიღო. „საკუთარი ეკონომიკური ზიანისგან დასაცავად, მიღებული უკუკავშირის საფუძველზე სიათა ჩამონათვალში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ“, – აცხადებს კანადის ფინანსთა დეპარტამენტი. უწყების განმარტებით, ისინი მუდმივად თანამშრომლობენ ადგილობრივი ინდუსტრიების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით კი იმ სექტორებთან, რომლებიც ვაშინგტონის მიერ დაწესებული შეზღუდვების ქვეშ მოყვნენ. აშშ-ის მიერ კანადურ იმპორტზე 15-50%-იანი ტარიფების დაწესების საპასუხოდ, ოტავამ ამერიკულ საქონელზე იმავე ოდენობის საბაჟო გადასახადი გამოაცხადა. The post კანადამ ამერიკიდან იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებზე ტარიფები მოხსნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →