სიახლე

ოზურგეთელი ახალგაზრდა ყაველაშვილის მიერ შეწყლებულთა სიაშია

GuriaNews

გავრცელებული ინფორმაციით, აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტები წერენ. ახლობლების ცნობით, შეწყალებულთა შორის არის ოზურგეთელი სიმონ მახარაძეც, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული. მანამდე ასევე ცნობილი გახდა 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის გათავისუფლების შესახებ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის […] The post ოზურგეთელი ახალგაზრდა ყაველაშვილის მიერ შეწყლებულთა სიაშია appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

გავრცელებული ინფორმაციით, აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტები წერენ.

ახლობლების ცნობით, შეწყალებულთა შორის არის ოზურგეთელი სიმონ მახარაძეც, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული.

მანამდე ასევე ცნობილი გახდა 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის გათავისუფლების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 მსჯავრდებული შეიწყალა.

წყარო: მედიაპლატფორმა “გურია”

The post ოზურგეთელი ახალგაზრდა ყაველაშვილის მიერ შეწყლებულთა სიაშია appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი