შვედეთი უკრაინას სანაპირო დაცვის 10 ნავს გადასცემს
შვედეთი უკრაინას სანაპირო დაცვის ათ სწრაფმავალ ნავს გადასცემს, რომლებსაც ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური სამაშველო ოპერაციების, განაღმვის, ბუქსირებისა და ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის მთავრობა ავრცელებს. სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის, კარლ-ოსკარ ბოლინის განცხადებით, ეს ნაბიჯი უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაძლიერებს. „შვედეთი უკრაინას მრავალ სფეროში უჭერს მხარს და ამჟამად კიდევ უფრო აძლიერებს უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებს. ბუქსირება, ნაღმების გაწმენდა და სატრანსპორტო შესაძლებლობები მნიშვნელოვანი ფუნქციებია, რომელთა კიდევ უფრო გაუმჯობესება ახლა შესაძლებელია“, – აღნიშნა კარლ-ოსკარ ბოლინმა. გარდა ამისა, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად დამატებით 270 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 28.4 მილიონი აშშ დოლარი)… The post შვედეთი უკრაინას სანაპირო დაცვის 10 ნავს გადასცემს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →