„ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადა 30 დეკემბრამდე გახანგრძლივდა
„ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასრულების ვადამ 2026 წლის 30 დეკემბრამდე გადაიწია. სწორედ ამას ითვალისწინებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ “ბადა ქონსთრაქშენს” შორის 2026 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ვადის გაგრძელებისა და თანხის დაკორექტირების შესახებ. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, შეიცვალა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და 13 240 610 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად წარმოდგენილი 13 026 537 ლარისა. კორექტირებები შევიდა თავად რეაბილიტაციის ტექნიკურ სამუშაოებში, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზისა და დახრილი გვირაბის ჭერის მოსაპირკეთებლად თავდაპირველად გათვალისწინებული აკვაპანელის ნაცვლად ალუმინის ფირფიტების გამოყენება გადაწყდა. ასევე შეიცვალა მგზავრთა ჩასაჯდომ ბაქანზე სკამების… The post „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადა 30 დეკემბრამდე გახანგრძლივდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →