სოკოთი 3 ადამიანი მოიწამლა, ერთ-ერთი მათგანი, გარდაიცვალა
GuriaNews
“მთავარის” ინფორმაციით, თელავის სოფელ აკურაში სოკოთი 3 ადამიანი მოიწამლა, ერთ-ერთი მათგანი, 70 წლამდე კაცი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. The post სოკოთი 3 ადამიანი მოიწამლა, ერთ-ერთი მათგანი, გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.