სიახლე

Reuters – დღეს, ისლანდიაში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება

News.ge

დღეს, ისლანდიაში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ისლანდიის მოსახლეობა რეფერენდუმში საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან (თბილისის დროით 13:00) შეძლებს. ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება. ამასთან, მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, გაწევრიანება ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხეს შეუქმნის. Gallup-ის […]

პირველწყარო →

დღეს, ისლანდიაში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისლანდიის მოსახლეობა რეფერენდუმში საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან (თბილისის დროით 13:00) შეძლებს.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება.

ამასთან, მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, გაწევრიანება ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხეს შეუქმნის.

Gallup-ის მიერ 28 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 51.6% ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას ეწინააღმდეგება, ხოლო 48.4% მხარს უჭერს.

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს შეიტანა. მოლაპარაკებების პროცესი ისლანდიის მაშინდელმა მთავრობამ 2013 წელს შეაჩერა.


მსგავსი