სიახლე

,,რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება” – დონალდ ტუსკი

მედიაცენტრი

,,რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება. რუსეთის მიერ ესკალაციისთვის მზადების შესახებ ბევრი სიგნალი გაჩნდა. მომდევნო 7-8 თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. „ცნობილია, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად ემზადება დაძაბულობის ესკალაციისთვის, როგორც უკრაინასთან ომში, ასევე მთელ რეგიონში და რომ, რუსეთისთვის ეს შემოდგომა და ზამთარი გადამწყვეტი უნდა გახდეს“, – განაცხადა ტუსკმა. მისი თქმით, CIA-ის დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი პოლონეთისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „ჩვენ CIA-ის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტში ვართ, ამიტომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ქმედებების შესახებ ცნობები არ გვაკვირვებს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. The post ,,რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება” – დონალდ ტუსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი