„მომდევნო ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება” – დონალდ ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის სატელეფონო დიალოგი გაიმართა. საუბრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომში შექმნილი ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები იყო. ტუსკის განცხადებით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა მას ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ საკუთარი შეფასებები გაუზიარა. პოლონეთის პრემიერის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ესკალაცია კვლავ გრძელდება, რის გამოც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება მთელი ევროპის პირდაპირ ამოცანას წარმოადგენს. „მომდევნო ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება. პოლონეთი და ნატო სხვადასხვა სცენარისთვის უნდა იყვნენ მზად. შეუძლებელია გამოვრიცხოთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციების შესაძლებლობა ნატო-ს რომელიმე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს დონალდ ტუსკი. The post „მომდევნო ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება” – დონალდ ტუსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →