სიახლე

თურქეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა

მედიაცენტრი

თურქული გამოცემა Anadolu-ის ცნობით, შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებისთვის თურქეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა. ,,შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნვლელყოფის აუცილებლობას და შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს,” – წერს გამოცემა. გამოცემის ინფორმაციით, გემი ,,ლიდერ ბორდო მავი” 26 აგვისტოს რუსულ საპორტო ქალაქ ტუაპსესთან თავდასხმის სამიზნე გახდა. მომდევნო დღეს, გემი ,,ლიდერ ქოჯათეფე”, რომელიც პირველი გემის ბუქსირებისთვის მიემართებოდა, ასევე თავდასხმის სამიზნე გახდა. ამ ინციდენტების შემდეგ, ანკარაში უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს, სადაც თურქეთის წარმომადგენლებმა თავისი რეაქცია გამოხატეს თავდასხმებზე. The post თურქეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი