სიახლე
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
მედიაცენტრი
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, 28 აგვისტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, არასრულწლოვანმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრა, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.