სიახლე

მეჯვრისხევში მეხის დაცემის შედეგად მოზარდი დაშავდა

მედიაცენტრი

სოფელ მეჯვრისხევში მეხის ჩამოვარდნის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოზარდმა გულმკერდის არისა და ფეხის ქუსლის დაზიანება მიიღო, ხოლო მასთან ერთად მყოფი მეგობარი ელექტრულმა მუხტმა მიწაზე დააგდო. დაშავებული არასრულწლოვანი თავდაპირველად გორის კლინიკა „გორიმედში“ შეიყვანეს, საიდანაც იგი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ის თავს კარგად გრძნობს. The post მეჯვრისხევში მეხის დაცემის შედეგად მოზარდი დაშავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი