სიახლე

აშშ-ის ძალებმა ირანში ორ სარაკეტო გამშვებს დაარტყეს

მედიაცენტრი

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ამერიკული მხარის ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალები ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმებით აღჭურვილი რაკეტების გასაშვებად ემზადებოდნენ. ირანული მედიის ინფორმაციით, იერიში დრონით განხორციელდა. ირანის სახელმწიფო მედიის განცხადებით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი და მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა, თეირანი კი აშშ-ის ქმედებებს „საპასუხო დასჯით“ ემუქრება. მედიის ცნობით, ირანმა იორდანიაში განლაგებულ ამერიკულ ძალებზე სარაკეტო იერიში უკვე მიიტანა, თუმცა თითქმის ყველა რაკეტის მოგერიება მოხერხდა. The post აშშ-ის ძალებმა ირანში ორ სარაკეტო გამშვებს დაარტყეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი