სიახლე

სტიქიამ ნარუჯის წყალმომარაგების სისტემა დააზიანა

მედიაცენტრი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია, რამაც დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემა მნიშვნელოვნად დააზიანა. ძლიერმა ნაკადმა სატუმბი სადგურის საძირკველი გამორეცხა, რის გამოც ობიექტი ნაწილობრივ წყლით დაიფარა და მისი ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა. ამასთან, დაზიანებულია სადგურის შემსვლელი და გამსვლელი მილსადენები, რაც ქსელში წყლის მიწოდებას აფერხებს. სტიქიის გამო დაბა ნარუჯის მოსახლეობას წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს. ცენტრალიზებული სისტემის სრულ აღდგენამდე ადგილობრივებს სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდებათ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები და მძიმე ტექნიკა. აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს, თუმცა მათი შესრულების ტემპი მდინარეში წყლის დონესა და მეტეოროლოგიურ… The post სტიქიამ ნარუჯის წყალმომარაგების სისტემა დააზიანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი