,,ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა, ის მკვდარია. „მათ არ ჰყავთ სამხედრო-საზღვაო ძალები, არ ჰყავთ სამხედრო-საჰაერო ძალები, არ აქვთ ვალუტა, არ უხდიან ხელფასს თავიანთ ჯარისკაცებსა თუ პოლიციელებს, ინფლაციამ 300%-ს მიაღწია, ხოლო მათი ხელმძღვანელობა სრულ ქაოსშია და უუნაროა, ჯეროვნად წარმოადგინოს ქვეყანა“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც მათ გააჩნიათ, ეს არის აშშ-ის „ყალბი ამბები“ (FAKE NEWS), საკუთარი მომიტინგეების დახოცვის მზაობა (ახლა უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული. ისინი უნდა გასამართლდნენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის!) და „ბოდვების“ კარგი უნარი. The post ,,ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →