სააგენტო "პარალელი"
“ყველაფერთან ერთად პროვინციული დიქტატურა გამოირჩევა გაუნათლებლობით და განათლებას და განათლებულებს ვერ იტანს” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განათლების სფეროში ქვეყანაში დღეისათვის არსებულ რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას, პარალელს ავლებს მისი ხელისუფლების დროინდელ მდგომარეობასთან და კონკრეტული ინიციატივებზე საუბრობს:
“ყველაფერთან ერთად პროვინციული დიქტატურა გამოირჩევა გაუნათლებლობით და განათლებას და განათლებულებს ვერ იტანს. ის რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დისციპლინებში კატასტროფული შედეგები იქნა ნაჩვენები, პირდაპირი შედეგია ჩვენი იმ რეფორმების გაჩერების, რომელიც მიმართული იყო საშუალო განათლების დონის მკვეთრ ამაღლებაზე.
2010-2012 წლებში ჩვენ ვდგამდით გადამწყვეტ ნაბიჯებს მასწავლებელთა დონის ასამაღლებლად. კერძოდ, გლდანში შევქმენით ულტრათანამედროვე გადამზადების ცენტრი. ყველა მასწავლებელს შევთავაზეთ იქ კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდების ჩაბარება. ვინც უარს ამბობდა ან გამოცდებს ვერ აბარებდა, მათ არ ვაგდებდით, თუმცა მათ მიმართ ჩნდებოდა კონკურენცია იმ მასწავლებლების მხრიდან და იმ უმაღლეს სასწავლებელ დამთავრებული ახალგაზრდების სახით, რომელთაც ჩაბარებული ჰქონდათ გამოცდები.
ყველა გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მასწავლებლის ხელფასი იზრდებოდა 1500 ლარამდე, რაც მსყიდველობითი დონით უტოლდება დღევანდელ 3500 ლარს. შესაბამისად მშობლებისგანაც მოდიოდა ზეწოლა, რომ მათ შვილებს ესწავლათ უფრო წარმატებულ პედაგოგებთან. ხოდა ჩვენ ვაპირებდით გამოცდა გაუვლელი პედაგოგებისთვის ძალიან სარფიანი საპენსიო პაკეტის შეთავაზებას და მათ მშვიდობიანად გაშვებას სკოლიდან. მაშინ რომ ეს გაგვეკეთებინა, დღეს საშუალო განათლებით მოწინავე ქვეყნებს შორის ვიქნებოდით. ქოცებმა შეწყვიტეს ეს პროგრამა და ოროსანი პედაგოგების დაწინაურებით და წარმატებულების შევიწროებით განათლების სისტემა მკვეთრად დახიეს უკან. დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით.
რა უნდა გაკეთდეს დიქტატურის მოშორების შემდეგ, გეტყვით იმას რასაც პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მასწავლებლების მხარდაჭერაზე ნადირობენ, უნდა ვნახოთ ეროვნული გამოცდების შედეგები და ყველა მასწავლებელი ვისი მოსწავლეებიც სისტემატურად ცუდ შედეგებს აჩვენებენ უნდა იქნას დათხოვნილი სკოლიდან.
უნდა შემოვიღოთ ეროვნული სამასწავლებლო გამოცდა, და ძალიან მაღალი ხელფასი, მაგალითად 3000 ლარი, ყველასთვის ვინც წარმატებით გაივლის ამ გამოცდებს. ამით ჩვენ მოვიზიდავთ ბევრ ახალგაზრდას და ზოგადად მაღალი კვალიფიკაციის განათლება უნდა გამოცხადდეს ახალი მთავრობის მთავარ პრიორიტეტად და ყველა საჯარო სკოლა უნდა ავიყვანოთ საუკეთესო კერძო სკოლის დონეზე.
კიდევ კარგი ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თუმცა ძალიან ძვირი კერძო სკოლები, რომელთაც აქვთ მაღალი მაღალი სტანდარტი და ჩვენ ამ სტანდარტით უფასოდ უნდა ვასწავლოთ საქართველოში ყველა ბავშვს.
ასე რომ შევეშვათ მხოლოდ წარსულზე საუბარს. ჩვენ უნდა კარგად დავამუშაოთ მომავლის პროექტები. რათა ჭორვილელის მოშორების შემდეგ ეგრევე შევუდგით მისი კატასტროფული მემკვიდრეობის გადალახვას და დავდგეთ სწრაფი განვითარების გზაზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“ყველაფერთან ერთად პროვინციული დიქტატურა გამოირჩევა გაუნათლებლობით და განათლებას და განათლებულებს ვერ იტანს” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი