სიახლე

„თანამედროვე სამყაროში პირდაპირი სამხედრო აგრესია დაბრუნდა“ – ლუკაშენკო

მედიაცენტრი

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ყირგიზეთში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში პირდაპირი სამხედრო აგრესია დაბრუნდა. ლუკაშენკოს თქმით, საერთაშორისო გამოწვევები იზრდება, სანქციებით ზეწოლა რეალობა გახდა, ხოლო გავლენიანი ძალების არსენალი უკვე გასცდა მხოლოდ ჰიბრიდულ მოქმედებებსა და „ფერად რევოლუციებს“. „დღეს, დემონსტრაციულად დაბრუნდა პირდაპირი და მასშტაბური სამხედრო აგრესია. მსგავს გამოწვევაზე ჩვენი პასუხი ევრაზიაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირება, ნდობისა და თანამშრომლობის საერთო სივრცის შექმნა უნდა იყოს“, – განაცხადა ლუკაშენკომ. The post „თანამედროვე სამყაროში პირდაპირი სამხედრო აგრესია დაბრუნდა“ – ლუკაშენკო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი