სიახლე

ბათუმში მოსახლეობა კორპუსის მიმდებარედ მშენებლობას აპროტესტებს ( ვიდეო)

მედიაცენტრი

ბათუმში, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე, ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებასა და ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, დღევანდელი პროტესტი სამშენებლო მოედნის მონაკვეთის ჩამოშლამ გამოიწვია, რის გამოც მომიჯნავე საცხოვრებელ კორპუსს საფრთხე ექმნება და შენობა დაიბზარა. „ლამის სახლს ძირი გამოუთხარონ და იქ მცხოვრებლები ამას ვერ გრძნობენ?! ვინ აკონტროლებს ამ სამუშაოებს და ვინ იძლევა გარანტიას, რომ არსებული კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ შეექმნება? ადამიანის სიცოცხლე და საცხოვრებელი სახლის უსაფრთხოება არც ერთი მშენებლობის ტემპზე და არც ერთ ბიზნესინტერესზე დაბლა არ უნდა იდგეს“, –… The post ბათუმში მოსახლეობა კორპუსის მიმდებარედ მშენებლობას აპროტესტებს ( ვიდეო) appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი