ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებში ფრენები მასობრივად უქმდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებში ფრენები მასობრივად უქმდება. მოსკოვის „ვნუკოვოსა“ და „შერემეტიევოს“ აეროპორტებში შეზღუდვები ზედიზედ მეორე ღამეა მოქმედებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის ლიდერმა რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათოდ გამოაცხადა. დროებითი შეზღუდვების დაწესება ოფიციალურად დაადასტურა „როსავიაციამაც“. ფრენების მონიტორინგის პლატფორმის მონაცემებით, „შერემეტიევოს“ აეროპორტში 21 რეისი გაუქმდა, 235 კი გადაიდო. რაც შეეხება „ვნუკოვოს“, იქ 22 რეისი გაუქმდა და 94 შეფერხდა. ამასთან, თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართულებით რამდენიმე რეისი „ტექნიკური და ოპერაციული“ მიზეზების გამო გააუქმა. The post ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებში ფრენები მასობრივად უქმდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →