ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები მარგო ზოიძის მკვლელობაში ბრალდებულის, გოგიტა აბულაძის სახლი დაარბიეს.

ამ წუთებში აღნიშნულ ადგილზე პოლიცია იმყოფება.
მეორე სართულიდან გადმოყრილია საყოფაცხოვრებო ნივთები, ჩამსხვრეულია ფანჯრები, ოთახებში კი ყველაფერი დალეწილია.

როგორც „გურია ნიუსისთვის“ არის ცნობილი, ელიაძის დედა და ძმა დარბევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ _ ორივე მათგანმა ნასაკირალი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბა ნასაკირალში გოგიტა ართმელაძეს. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს: „ჩემთვის არ არის ცნობილი ამის შესახებ“, _ გვითხრა გოგიტა ართმელაძემ.
დაბა ნასაკირალის დეპუტატმა დათო კიკვაძემ „გვირჩია“, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისთვის მიგვემართა:
_ ბატონო დავით, თქვენ ხართ დაბა ნასაკირალის დეპუტატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. სახლი დაარბიეს თუ არა დაბა ნასაკირალში, არ იცით?
_ მე ვერაფერს გეტყვით. მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს, _ გვითხრა დავით კიკვაძემ.
„გურია ნიუსი“ დამატებით ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურისაგან ელის.
ინფორმაციისთვის _ მარგო ზოიძის სასტიკად მკვლელობაში ბრალდებულ გოგიტა ელიაძეს ოზურგეთის რაიონული სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
The post სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაარბიეს, რის შესახებაც დაბის რწმუნებულმა და დეპუტატმა არაფერი იციან appeared first on გურია ნიუსი.