სიახლე

,,ბალტიის ზღვაზე პოლონურმა გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს” – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

მედიაცენტრი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პოლონურმა სამხედრო გამანადგურებლებმა რუსულ Ил-20-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს. „ბალტიის ზღვაზე რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავის Ил-20-ის მონაწილეობით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. უსტკიდან ჩრდილოეთით, 40 კილომეტრში ჩვენმა გამანადგურებლებმა რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს, რომელსაც ტრანსპონდერი გამორთული ჰქონდა და სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – დაწერა კოსინიაკ-კამიშმა. The post ,,ბალტიის ზღვაზე პოლონურმა გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს” – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი