ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
“შიდა ელიტის გახლეჩამ” ერთი კაცის თითქოს ურყევი ძალაუფლების დასუსტების პირველი
ნიშანი გამოაჩინა: პროკურატურამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა…პატიმარმა ღ ა რ ი ბ ა შ ვ ი ლ მ ა
ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში გახშირებული —თვითმკვლელობად გამოცხადებული შესაძლო მკვლელობების ფაქტების ხელახლა გამოძიება მოითხოვა!!!მოხდა საოცრება
(ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა): პროკურატურამ, პრემიერ ირაკლი კობახიძის სამშობლოს ღალატში ბრალმდებელი აქტივისტის—ლაზარე ჯორბენაძის
ბურუსით მოსული გარდაცვალების თვითმკვლელობად გამოცხადების საქმის ხელახლა გამოძიების შესახებ განაცხადა
”მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო
ვქენითო”—პროკურატურა აცხადებს…ჰოდა, მომეტებული კიარა, “გ ა დ ა მ ე ტ ე ბ უ ლ ი”
არის საზოგადოების ინტერესი აჭარის პრემიერის—
რიჟვაძის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით
სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე.ამ ქეისის თვითმკვლელობის მცდელობად ნაჩქარევად გამოცხადებამ ბევრი დასაბუთებული ეჭვი გააჩინა: 1. გასროლის ტრაექტორია(მკერდში
თვითმკვლელის სროლა თეორიულად თითქმის შეუძლებელია”;2.მედპერსონალის “ნაპოვნი”
საეჭვო წერილი; 3.ერთი წლის განმავლობაში—
ამხელა თანამდებობის პირის-გადარჩენილი რიჟვაძის დაკითხვის “ვერმოხერხება”(ე.ი.არ გაწყობს ეს დაკითხვა); 4.შემთხვევის ადგილზე
არაერთი ვიდროკამერა იყო..არცერთი ჩანაწერი არ გამოქვეყნებულა,, რაც გააქრობდა ეჭვებს—
იყო თუარა იქ მამუკა მდინარაძე და სხვა პირები და რა მოხდა სინამდვილეში…
უნდა ველოდოთ რიჟვაძის მძიმე პოლიტიკური ქეისის ხელახლა გამოძიებასაც???
მოქმედი პრემიერის მხარე აანონსებს ღარიბაშვილის, მისი ცოლისძმის, “ასავალ-დასავალის” მესვეურების მიმართ სამშობლოს ღალატის მუხლით საქმის აღძვრას… მაგრამ, გააკეთებს ამას პროკურატურა??? ეს არის ივანიშვილის გადასაწყვეტი…
ჯერჯერობით მხოლოდ ის შეგვიძლია დავასკვნათ: ანგარიში არის— 1-ით 0 ღარიბაშვილის ფრთის სასარგებლოდ!
P.S.ჩემმა ფოლოვერებმა შემისწორეს და მეც ვიზიარებ:
2–0 არისო( ერთი-მდინარაძის მოხსნა; მეორე-კობახიძის მიმართ გამოთქმულ ეჭვებზე
პროკურატურის მიერ ძიების დაწყება)!
The post “ანგარიში არის 2-ით – 0 ღარიბაშვილის ფრთის სასარგებლოდ” – კოტე კემულარია appeared first on .
