სიახლე

„პასუხი იქნება ადეკვატური და ხელშესახები“ -ზელენსკი კიევში მომხდარ თავდასხმაზე

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ კიევში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ცენტრალურ შენობაზე განხორციელებული იერიშისას რუსული დრონი უწყების ხელმძღვანელის, ალექსანდრ პოკლადის კაბინეტისკენ იყო მიმართული. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკვე ესაუბრა პოკლადს და დაავალა, რუსეთის ამ ქმედებას ადეკვატური, ხელშესახები და, შესაძლებლობის შემთხვევაში, სარკისებური პასუხი გაეცეს. „დრონი პირდაპირ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კაბინეტისკენ იყო მიმართული. პოკლადს დავავალე, რომ რუსების ქმედებაზე ადეკვატური და ხელშესახები რეაგირება მოახდინონ, შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ დარტყმას სარკისებურად უპასუხონ, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება. ჩვენი სამხედროები მხარს დაუჭერენ ამ რეაგირებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. The post „პასუხი იქნება ადეკვატური და ხელშესახები“ -ზელენსკი კიევში მომხდარ თავდასხმაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი